
რუსეთის ნაკრების გოლკიპერმა იგორ აკინფეევმა სამხრეთ კორეის ნაკრებთან თამაშის დროს გაშვებული გოლის გამო გულშემატკივრების წინაშე ბოდიში მოიხადა.
მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა. ტაიმის შუა ნაწილში გოლკიპერის შეცდომით კორეელებმა ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს, მაგრამ რუსებმა წონასწორობა 6 წუთში აღადგინეს.
„მინდა, უბრალოდ, ბოდიში მოვიხადო იმ გოლის გამო. ბავშვური შეცდომა მომივიდა, ყველაფერი ჩემს სინდისზეა. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც განიცდიდნენ. ასეთი რამ არ განმეორდება“, - განაცხადა რუსეთის ნაკრების მეკარემ მატჩის შემდეგ.