
„ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გარდაბნის ერთ-ერთი უბნის შედეგების ოქმს აქვეყნებს.
ოქმზე დაფიქსირებულია ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა 258, ხოლო “ქართული ოცნებამ “, ამ ოქმის მიხედვით, 997 ხმა აიღო.
,,დემოკრატიული არჩევნების ნიმუში 258 ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ოცნებამ 997 ხმა აიღო“- წერს “ფეისბუქის “პირად გვერდზე ლევან ხაბეიშვილი.
ცესკოს ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი, შესწორების ოქმის ფოტოა გამოქვეყნებული ამ უბნიდან, რომელიც 23:50 საათზეა შევსებული და სადაც მითითებულია, რომ 997 ნაცვლად უნდა ეწეროს 97.