
მოსკოვის "დინამოს" გულშემატკივრებმა, იმის გარდა, რომ წინასწარი შეთანხმება დაარღვიეს და "დინამო არენაზე" იმპერიალისტური დროშები ააფრიალეს, სტადიონის პერსონალურ სკამებზე ქართველთა შეურაცხმყოფელი სტიკერებიც დატოვეს.
ერთერთი სკამის საზურგეზე, სადაც საქართველოს ერთიანობის აღმნიშვნელი რუკა-სტიკერი იყო მიკრული, რუსმა გულშემატკივრებმა ორ მხარეს მოსკოვის "დინამოს" ლოგოთი გაფორმებული, შემდეგი შინაარსის სტიკერი გადააკრეს:
"წინ, ჰუსარებო, მოტ**ნით და დაბრიდეთ!".
ფოტო გადაღებულია "დინამო" თბილისი-"დინამო" მოსკოვი ამხანაგური მატჩის შემდეგ.