
ერთი და იგივე რუსი ,,ტურისტები“ არეულობაში მონაწილეობდნენ, როგორც რიგაში 2009 წელს, ასევე დონეცკში 2014 წელს.
თუ დღეს ან სხვა დღეებში დონეცკის ცენტრალურ მოედანზე (ან ხარკოვში, ან ლუგანსკში) შენიშნავთ ამ ადამიანს, იცოდეთ, რომ ის ქალაქში ღირსშესანიშნაობებით დასატკბობად არ არის ჩამოსული, -ამის შესახებ ,,ცენზორ ნეტი“ ,,Обком“-ზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციას თან ახლავს ფოტო, სადაც ჩანს ერთი და იგივე პირი, რომელიც 2009 წელს რიგაში მონაწილეობს აქციაში და ასევე წელს დონეცკშიც გამოჩნდა.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს, ეს პირი თითქოს ტურისტული მიზნებით იყო ჩასული რუსეთიდან ამ ქვეყნებში, სინამდვილეში კი პროვოკაციებს აწყობდა.