
2010 წლის ივნისში „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ ზუგდიდში, რაფიელ ერისთავის სახელობის სკვერში შიმშილობის უჩვეულო აქცია დაიწყო: ის ჰამაკში შიმშილობდა.
„ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელისუფლება აპირებს ჭადრების ხეივნის განადგურებას. „დაიცავი საქართველო“ აპროტესტებს ამ ყოველივეს. დღეს გამოვაცხადე 1–დღიანი გამაფრთხილებელი შიმშილობა.
მთელი ზუგდიდი უნდა დადგეს ფეხზე – მთავრობას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება დადიანისეული სასახლის ტერიტორიაზე არსებული ბოტანიკური ბაღის გაყიდვაც,“ – ამბობდა კახა მიქაია 2010 წელს.
ზუგდიდში, ცნობილი ჭადრების ხეივანში არც 2010 და არც შემდგომ წლებში ადგილობრივ ხელისუფლებას არცერთი ხე არ მოუჭრია.