ქართველი და უცხოელი სასწაულთმაძიებლები: „იესო“ ნაძვის ხეზე, ტაფაზე, რენტგენზე და მარსზე

Image

რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ქართულმა პორტალმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო, რომ "აირზენას" ერთ-ერთი რეისის დროს ილუმინატორზე წმინდა ნიკოლოზი გამოისახა.

 

სტატიაში აღწერილმა ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანი მიდრეკილია სასწაულისკენ, აუხსნელისკენ. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ამგვარი მიდრეკილობა, ძირითადად, სიზარმაცით აიხსნება: სასწაული ლოგიკას არ ექვემდებარება, მას ანალიზი არ სჭირდება, ვერ ახსნი - მოხდა და მორჩა, ასეთია სასწაულის ლოგიკა. ამიტომ ადამიანის გონება იჯერებს სასწაულს და მერე იმდენად სჯერა მისი, რომ კითხვებს აღარ სვამს.

 

შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა ნახა კიდეც რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ფოტო, რომელსაც უამრავი გაზიარება, მოწონება და კომენტარი მოჰყვა. სურათზე გამოსახული იყო ნაძვის ხე, სადაც ტოტებსა და სათამაშოებს შორის შემოხაზული იყო ჩრდილი, ამ ჩრდილში კი, დიდი წვალების შემდეგ, ბუნდოვნად შეიძლებოდა შავწვერიანი, გრძელთმიანი ადამიანის თავის გარჩევა. და თუ კიდევ უფრო ძალიან მოინდომებდი, თვალებსა და ცხვირსაც გაარჩევდი. ძალიან მონდომებულებმა ამ ჩრდილში იესოს სახე დაინახეს. ამას თვითონ ფოტოს გამოქვეყნებამ და ავტორის მიერ გაკეთებულმა წარწერამ: „სასწაული! თუ ხედავ მას, გაუზიარე სხვასაც!“ შეუწყო ხელი.

 

დაახლოებით ერთ საათში ფოტო ასზე მეტმა მომხმარებელმა გაიზიარა. კომენტარებში სჭარბობდა ფრაზები: „დიდება უფალს!“ „მაცხოვარი ჩვენთანაა!“; „აუ, მეც დამანახეთ, არასდროს მინახავს სასწაული!“; „ვხედავ! ეს იესოს თვალია!“; „ჩვენი მწყემსი! რა თქმა უნდა, ვხედავ და რა თქმა უნდა, ვიზიარებ!“. უნდა აღინიშნოს, რომ თითებზე ჩამოსათვლელები იყვნენ ისეთები, რომლებიც კომენტარებში წერდნენ, რომ სასწაულის ძებნა ყველგან სულაც არ არის ქრისტიანული, რომ ასეთ ბუნდოვან კი არა, ამასთან შედარებით აშკარად გამოხატულ თვალსაჩინოებებსაც კი ეჭვით უნდა მოეკიდონ და ა.შ.

 

ამ „ფეისბუქურმა“ ორომტრიალმა გვიბიძგა, ინტერნეტში მოგვეძია მასალები იმასთან დაკავშირებით, თუ სხვადასხვა დროს რამდენ უცნაურ ადგილზე აღმოაჩინეს იესოს სახე და რამდენად დიდი გამოხმაურებები მოჰყვა ამ აღმოჩენებს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა, გარკვეული მოსაზრებით, მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ, შესაბამისი თვალსაჩინოებით.

 

მასალის მთავარ თვალსაჩინოებად 2009 წელს ნასა-ს მიერ გაშვებული ხომალდიდან მარსზე გადაღებული ფოტოა წარმოდგენილი. ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი ფოტო მალევე იქცა საყოველთაო განხილვის საგნად: მასზე „მტირალი იესო“ დაინახეს და არამარტო სახის კონტურები და ნაკვთები, ცრემლიც კი „მოუნიშნეს“. თვითონ ნასა, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს არც კი გამოხმაურებია...

2010 წელი, ინგლისი: მსოფლიო ინტერნეტსივრცე, არც მეტი, არც ნაკლები... ტაფაზე გამოჩენილმა იესოს სახის გამოსახულებამ აიკლო. ისტორია ასეთია: ნასვამი სტუდენტი შინ მივიდა, ტაფაზე ღორის კონსერვი დაასხა გასაცხელებლად, თვითონ კი იქვე, სავარძელში ჩაჯდა და დაეძინა. მოგვიანებით სტუდენტი რაღაც რელიგიურმა სიზმარმა გააღვიძა: ოთახი სავსე იყო შავი კვამლით, გაზქურაზე კი ტაფა შავად ხრჩოლავდა. სტუდენტმა ჯერ ფანჯრები გააღო, მერე გაზქურა გამორთო და ფანჯარაში გადაეყუდა, რათა სუფთა ჰაერი ესუნთქა. როცა ოთახი განიავდა და ტაფაც გაცივდა, ის სამზარეულოში გავიდა, ტაფა აიღო ხელში და თვალს არ დაუჯერა: მასზე იესო იყო გამოსახული, რომელიც სტუდენტმა მაშინვე მიიჩნია თავის მხსნელად, სასწაული ოპერატიულად დააფიქსირებინა მეგობარს და მისი დამადასტურებელი „ფაქტი“ სრულიად ინტერნეტს მოსდო.

 

2007 წელი, ფლორიდა: ერთ ჩვეულებრივ, არარელიგიურ ყმაწვილს მკერდის არეში, გულთან ახლოს საშინელი ტკივილი დასჩემდა. თანაც, ერთსა და იმავე ადგილს იტკიებდა. ბოლოს რენტგენზე მივიდა, რენტგენის ფოტოც გადაიღო და ექიმებიც გააოგნა: აღმოჩნდა, რომ თურმე მას „იესო“ სტკიოდა. შედეგი, ალბათ, გამოიცანით: დიახ, ყმაწვილი მეორე დღიდანვე ღვთისმოსავი გახდა - მოწევასაც გაანება თავი და სმასაც...

3.jpg

2.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !