
რუსული, უკრაინული და პოლონური რელიგიური პორტალები წერენ, რომ უკრაინისა და რუსეთის ეკლესია-მონასტრებში ხატებს თვალების გამოსახულების ადგილიდან მირონდენა ერთდროულად დაეწყოთ.
„ხატებს ცრემლი სდით ოდესაში, როვნოში, ნოვოკუზნესკში, როსტოვში“,-ამის შესახებ პოლონური გამოცემა ,,ფრონდა“ იუწყება.
„მართლმადიდებელი ეკლესია მსგავს მოვლენას ასე ხსნის: ეს არის გაფრთხილება, რომ წინ დიდი განსაცდელია და ღმერთი ადამიანებს მოუწოდებს ცოდვები მოინანიონ.
ასეთი მოვლენა უკრაინასა და რუსეთში ოქტომბრის რევოლუციამდე და საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მოხდა“, – აღნიშნავს „ფონდა“.
როგორც გამოცემა წერს, ეს ფაქტიც, შესაძლოა, ღვთის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს:
"უფალი მიგვანიშნებს, რომ მძიმე დღეები დგება და უნდა ვილოცოთ. ლოცვა ზედმეტი არასდროსაა. ქრისიტიანებისთვის კი ასეთი სასწაულები იმის მანიშნებელია, რომ მათ ცხოვრების წესი უნდა შეიცვალონ“- წერს პოლონური გამოცემის ჟურნალისტი ტერლიკოვსკი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ცრემლდენა ღვთისმშობლის ხატებს 10 მარტს დაეწყოთ.