მამა ილია ვაშაკიძე სასულიერო პირებს ხუმრობით მიმართავს: „მოიცილე ღიპი, მიაყოლე ჯიპი“

Image

მამა ილია ვაშაკიძე, რომელიც საზოგადოებას „ტაბულა ტვ-ს“ ეთერში გამოსვლითა და ამის გამო საპატრიარქოში დაბარებით დაამახსოვრდა, ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურის მამა ილია ჭიღლაძის მოსაზრებებს ეხმიანება.

 

შეგახსენებთ, რომ მამა ილია ჭიღლაძემ საგამომცემლო სახლ „ქართულ ელიტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა სასულიერო პირების კუთვნილი ავტომანქანების ღირებულების ზედა ზღვარი უნდა დააწესოს:

„ვფიქრობ, პრობლემა ჯიპში კი არაა, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა. სრული სინდისით ქრისტეში, შემიძლია ვთქვა, რომ სასულიერო პირი არ შეიძლება ათიათასობით დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდეს და მას გარედან დამშეული საზოგადოება შესცქეროდეს, ეს ამორალიზმია!“, - აცხადებდა ის.

 

მამა ილია ჭიღლაძე სუროგაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ სუროგაცია მიუღებელია, რადგან დედა ამ დროს სხეულს აქირავებს, რაც მრუშობაა სექსუალური კავშირის გარეშე. მისივე თქმით, სუროგატ დედას არ შეუძლია და არც აქვს უფლება, უყვარდეს მუცლად მყოფი შვილი, რადგან იგი უნდა გაასხვისოს.

 

სწორედ ამ ორ თემას შეეხო მამა ილია ვაშაკიძე, რომელმაც ბოლნისელი მღვდელმსახურის ინტერვიუ „ფეისბუქზე“ გაიზიარა და კომენტარად დაწერა:

 

„რაც შეეხება ტრანსპორტს:

 

ხოდზე მყოფი ნივა,
ისიც ყველგან მივა.
რად გვჭირდება ჯიპი?
რომ ვათრიოთ ღიპი?!

 

გინდა იყო "კაი ტიპი"?
მოიცილე ღიპი,
მიაყოლე ჯიპი.

 

-ეს ისე, ხუმრობით. ახლა კი სერიოზულად.

 

სუროგაცია მიუღებელია, მაგრამ სუროგაციით მიღებული ბავშვები ყოვლად მისაღებია. და წინასწარ მათი ბედის განსაზღვრა უფრო მიუღებელია, ვიდრე სუროგაციის გზით მიღებული ბავშვები.

 

რაც შეეხება უშვილობას და უშვილობის გამო დანგრეულ ოჯახებს; შვილიანობა ისეთივე ღვთისაგან მონიჭებული ასკეზაა, როგორც უშვილობა.

 

შვილიანობა კი არაა მთავარი, შვილის სწორად აღზრდაა. წმიდა ილია მართალს არ ჰყოლია შვილი. მერე????? მთელი ერი ვართ მისი შვილნი.

 

ქრისტიანული ცნობიერების ადამიანისათვის ბიოლოგიური შვილის სულიერი შვილებით ჩანაცვლება ხდება. თუმცა იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბავშვი ამტკიცებს ცოლ-ქმართა ურთიერთობებს.

 

ყველანაირი აგრესია ერისკაცთა მხრიდან ეკლესიის მიმართ ჩვენი, პირადად ჩემი ბრალია. რთულია მშიერი ადამიანისათვის, წითელლოყებას და ღიპიანს მხედავდეს.

 

რთულია აგრეთვე, უყუროს ჭირისუფალმა განკურნებადი დაავადებით გარდაცვლილი ახლობლის პანაშვიდის ფონზე გაჭრილი თითის შესახვევად ავსტრიასა და გერმანიაში მფრინავ მღვდელმთავართა ვოიაჟებს.

 

და რატომ უნდა გავყოთ მაღალი იერარქია და მრევლი ერთმანეთისაგან, ჩვენ, ადამიანებმა, როცა თვით ქრისტე არ ყოფს მათ სულებს ერთმანეთისგან და ღვთისათვის ყველა სული ერთნაირად ძვირფასია.

 

ვეთანხმები მამა ილიას იმაში, რაც ინტერვიუში განაცხადა. წმიდა შუშანიკის გარდა სხვა მაგალითებიც არის დედაეკლესიის ისტორიაში.

 

წმიდა ევსევი ერთი უბრალო კონსტანტინეპოლელი ადვოკატი გახლდათ, როცა მან კონსტანტინეპოლელ მღვდელმთავარს, ნესტორს გზა გადაუღობა ეკლესიისაკენ მიმავალს და მწვალებლობაში ამხილა.

 

გაიხარეთ, მამა ილია! გამოვითხოვ თქვენს ლოცვებს”.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !