მამა ილია ჭიღლაძე: სინოდმა სასულიერო პირთა მანქანების ღირებულების ზედა ზღვარი უნდა განსაზღვროს

Image

ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირს არ უნდა ჰყავდეს ათიათასობით დოლარის ღირებულების მანქანა და მომხრეა, რომ წმინდა სინოდმა სასულიერო პირის კუთვნილი მანქანის ღირებულების ზედა ზღვარი დააწესოს.

 

ამის შესახებ მამა ილია ჭიღლაძემ საგამომცემლო სახლ „ქართულ ელიტასთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, როცა სასულიერო პირი ძვირადღირებულიმანქანით დადის, გარედან კი დამშეული საზოგადოება შესცქერის, ამორალურია:

 

„ვფიქრობ, არცერთი საღი ჭკუის ადამიანი არ იტყვის რომ სასულიერო პირს არ ყავდეს ავტომობილი, იგი ხომ სწრაფი და პრაქტიკული გადაადგილების საშუალებაა, ე.წ. ჯიპის ტიპის მანქანა კი განსაკუთრებით პრაქტიკულია მთიან ადგილებში სასიარულოდ, სადაც ძირითადად არის მონასტრები და სხვა ძველი ტაძრები. ვფიქრობ, პრობლემა ჯიპში კი არაა, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში ზედმეტად ძვირი მანქანები აღმოჩნდა.

 

სრული სინდისით ქრისტეში,  შემიძლია ვთქვა, რომ სასულიერო პირი არ შეიძლება ათიათასობით  დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდეს და მას გარედან დამშეული საზოგადოება შესცქეროდეს, ეს ამორალიზმია! ვფიქრობ წმინდა სინოდმა უნდა განსაზღვროს ზედა ზღვარი სასულიერო პირის მანქანის ღირებულებისა“, - ამბობს მამა ილია ჭიღლაძე.

 

მისივე თქმით, სასულიერო პირებს არა აქვთ უფლება, მდიდარი კომერსანტივით, ან სახელმწიფო ჩინოვნიკივით იცხოვრონ:

 

„სამღვდელო პირი ვალდებულია იყოს  უფალ იესო ქრისტეს მიმბაძველნი, მისი ხატი და მსგავსი. ამდენად, ჩვენ არ გავქვს უფლება ისე ვიცხოვროთ, როგორც, მაგალითად, მდიდარი კომერსანტი, ან დიდი სახელმწიფო ჩინოვნიკი. უბრალოება და სიწმინდე უნდა იყოს სასულიერო პირის სახე და ქონება, და არა ძვირადღირებული მანქანები, თუ სხვა ქონებრივი აქსესუარები.სამწუხაროა, რომ ამაზე განმარტება გვიწევს“, - აცხადებს ინტერვიუში მამა ილია ჭიღლაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !