"ბავშვი გვყავს მშიერი, იქნებ, ფული მოგვცე", – ამ სიტყვებით მიმართავდა ცოლ–ქმარი კრასნოიარსკის სხვადასხვა კორპუსის ლიფტში მოქალაქეებს, რომელიც კაბინაში მათთან ერთად აღმოჩნდებოდა.
მაგრამ ბოლოს "ლიფტის ყაჩაღებს" არ გაუმართლა: ერთერთ ლიფტში სათვალთვალო კამერა აღმოჩნდა დამონტაჟებული, სადაც კარგად აისახა, დახმარებაზე უარის შემდეგ როგორ დაესხა თავს მამაკაცი ქალს და ჩანთიდან ფული და ტელეფონი ააცალა.
"ლიფტის ყაჩაღებმა" მსხვერპლი გაძარცვეს და კაბინაში დატოვეს, თვითოონ კი მიიმალნენ, მაგრამ მალევე დააკავეს.