
იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსული მედიიის ძირითადი ნაწილი ე.წ. მრუდე სარკეში აშუქებს, ზოგადად ყველამ იცის, ვისაც საღი აზროვნების პრობლემა არა აქვს.
მაგრამ ამის მიუხედავად, საღად მოაზროვნეებს შორისაც არიან ისეთები, რომლებიც, რუსული მედიის პროპაგანდის გავლენის ქვეშ, მათდაუნებურად, შესაძლოა აღმოჩნდნენ.
რუსული მედიის სახელისუფლო ნაწილში, სერიოზულ, ფართო აუდიტორიის მქონე მედიასაშუალებებში, როგორც წესი, ცალკე ჯგუფი, ანუ ე.წ. კრეატივ–ჯგუფი არსებობს და ამ ჯგუფში კრემლისთვის საჭირო ლეგენდებს ქმნიან.
რუსული მედიის პროპაგანდისტულ ტყუილებში დასარწმუნებლად ავიღოთ 6 მარტის მაგალითი: „ნტვ“: „მაიდანზე სასტიკად სცემეს ჟურნალისტი, რომელიც „ბერკუტის“ მხარდამჭერი იყო“.
ბმული ვიდეოზე, სადაც არის ამბავიც და ჩანს ნაცემი ჟურნალისტიც:
ეს ყველაფერი ძალიან დამაჯერებელია: ჟურნალისტი ნამდვილად ნაცემია, ბევრი იტყვის: „კი, შეიძლება ტყუილი მოიგონო და გაავრცელო, მაგრამ ვიდეო? ვიდეო როგორ ტყუის?“
დიახ, ბევრი შეიძლება მოტყუვდეს, თუკი არ იცის კადრების წინაისტორია, ანუ რეალური ფაქტი.
შეგიძლიათ იხილოთ მეორე ვიდეორგოლი, საიდანაც აღებულია კადრები, НТВ-მ კი ხმა ამოჭრა. ეს ვიდეორგოლი საკმაოდ ცნობილია უკრაინაში.
ეს ადამიანი ნამდვილად ნაცემია, მაგრამ:
1) არა მარტში, იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, არამედ 20 თებერვალს, ყველაზე სასტიკ დღეს კიევში;
2) არა მაიდანზე, არამედ მარიინინსკის პარკში;
3) არა მაიდნის აქციის მონაწილეების მიერ - არამედ ანტიმაიდნის აქციის მონაწილეებისგან. იგი ყვირის „მე ზინჩენკოს კაცი ვარ“ - მაგრამ მას მაინც სცემენ.
რულევი პარკში იანუკოვიჩის მომხრეების გადასაღებად მივიდა, უმაღლესი რადას შენობასთან, ეს მათი დისლოკაციის მუდმივი ადგილსამყოფელი იყო.
ყველაფერი რაც თქვეს მაიდანსა და კიევზე, რუსული მედიასაშუალებების მიერ ტყუილზეა აგებული.
გამოსავალი მარტივია: არ ენდოთ რუსულ მედიასაშუალებებს, როცა ისინი რაიმე კონფლიქტს აშუქებენ...
უკრაინული პრესის მიხედვით მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ