
მსახიობი თინა მახარაძე, „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის კითხვის პასუხად – რატომ „ეცოდება“ განქორწინებული და ხელმეორედ არგათხოვილი ქალი ყველას, პასუხობს, რომ ამის მიზეზი მენტალიტეტია.
მაია ასათიანმა მსახიობს უთხრა, რომ გათხოვება–არგათხოვების საკითხით მასთან საუბარშიც ინტერესდებიან:
„ძალიან ბევრს აინტერესებს ეს თემა და, როგორ გგონია, რატომ იწვევს ასეთ დაინტერესებას, როცა განქორწინებული, გაუთხოვარი ქალი აცხადებს, რომ ის მარტოა, მაგრამ ბედნიერია?“, რაზეც თინა მახარაძემ უპასუხა:
„საქართველოში ხომ ღრმად სწამთ, რომ თუ სამოქალაქო ქორწინებაში არ ხარ, შენ სექსი არ გაქვს... შესაბამისად, ჰგონიათ, რომ რახან არ ხარ გათხოვილი, შენ სექსი არ გაქვს, მაია... ამიტომაც, გამოხატავენ გულწრფელ თანადგომას სენს მიმართ“.