
სასკოლო ,,ბუკების“ ნაცვლად განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის ,,სხვა ტექნიკის“ დარიგებას აპირებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
თუმცა რა შეცვლის სასწავლო ,,ბუკს“ ცნობილი ჯერ არ არის.
განათლების მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და თუ რა ტექნიკა დაურიგდებათ ბავშვებს, ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი.
„შესაძლებელია სექტემბრიდან პირველ კლასელებს არა “ ბუკი“ , არამედ სხვა ტექნიკა დაურიგდეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ გაუმჯობესების გზით. ახლა ტარდება ბაზრის კვლევა და მალე გვეცოდინება რა ტიპის ტექნიკას შევთავაზებთ. ტენდერი აუცილებლად გამოცხადდება“,– აღნიშნა სანიკიძემ.