
უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ავსტრალიაში. მუნდარას ტბასთან, ხალხი აკვირდებოდა, თუ როგორ გაგუდა სამ მეტრიანმა პითონმა ნიანგი, შემდეგ კი შეჭამა.
თვითმხილველების განცხადებით, „ბრძოლა“ პითონსა და ნიანგს შორის მინიმუმ ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ეს იყო სანახაობა! ჩვენ უბრალოდ გაოგნებულები შევყურებდით ამ ბრძოლას“, - აცხადებს ერთერთი თვითმხილველი.
მისივე განცხადებით, მოკლული ნიანგი პითონმა ნაპირზე გამოიტანა და მის „მისართმევად“ დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა.