
უკრაინელ ინტენტემომხმარებლებს შორის პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უჭირს უბრალო ბიორდიურზე ასვლა რუსულ ჯავშანმობილ „ტიგრს“.
ყირიმში რუსმა აგრესორებმა სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკასთან ერთად «Тигр» და მისი მოდიფიკაცია «Тигр-М» შეიყვანეს. სერიები «КТ» და «АК», ასევე სანომრე ნიშნები ადასტურებს, რომ ისინი 21-ე რეგიონიდან, ანუ სამხრეთის სამხედრო ოლქიდანაა.
სწორედ ასეთი სერიული ნიშნებითა და მაჩვენებლებით რუსებს „ტიგრები“ საქართველოშიც ჰყავდათ წარმოდგენილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მასალას თანდართულ ფოტოზე სწორედ გორის სამხედრო ბაზაზე მდგარი რუსული „ტიგრია“, რომელიც 2008 წლის აგვისტოშია გადაღებული.“ტიგრები“, ძირითადად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ГРУ-ს სპეცდანიშნულების ბრიგადების (მე-10 და 22-ე ბრიგადები) აღჭურვილობაში შედის.