
დღეს, უკრაინაში, ევრომაიდანზე მიმდინარე სახალხო ვეჩეს პარალელურად ანტირუსული აქციები მოეწყო ყირიმის ქალაქებშიც. უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსული აგრესია დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებშიც.
როგორც რუსული მედია წერს, აქცია მოაწყვეს პრორუსული ორიენტაციის მქონე უკრაინის მოქალაქეებმაც და მრავალათასიანმა პროცესიამ რუსეთის სახელმწიფო დროშა, ამ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, ცენტრალურ ქუჩებზე ჩაატარა.
რუსულმა მედიამ ამის ამსახველი ფოტოც გაავრცელა, სადაც ერთი შეხედვით ჩანს, რომ აქცია მართლაც მრავალრიცხოვანი იყო, რამდენიმე ასეული ადამინით შემდგარი მაინც.
რა იყო რეალური სურათი და რამდენი პრორუსული ორიენტაციის ადამიანი გამოვიდა კიევში რუსეთის დროშით, დღის ბოლოს ,,ტვიტერზე“ ატვირთულმა სხვადასხვა რაკურსში გადაღებულმა ერთიდაიმავე ორი ფოტოს შედარებამ გახდა ნათელი.