
ვენერა პალერმო შვეიცარიაში დაიბადა და იქ 13 წლამდე ცხოვრობდა. მალე დედასთან ერთად ჯერ ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, მერე კი იაპონიაში. 2008 წლიდან ვენერა დედასთან ერთად სწორედ ტოკიოში ცხოვრობს.
იქ ჩასვლისთანავე ბავშვი „ანიმეს“ კულტმა დააინტერესა და მისი დახმარებით გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. როცა 13 წლის გახდა, ვენერამ „იუთუბზე“ საკუთარი აქაუნთი შექმნა და იქ ცეკვის გაკვეთილებზე სიარულის დროს ნასწავლი ცეკვები ატვირთა.
თანატოლებში მისმა ვიდეოებმა მოწონება დაიმსახურა და კომენტარებში უწერდნენ, რომ ის თოჯინას ჰგავს. ამან ვენერას ახალი იდეა გაუჩინა, რომელსაც დედამაც აუბა მხარი და შედეგად, 15 წლის ასაკში ვენერა პალერმო „ახალი თოჯინა ბარბი“ გახდა.