
გადაცემა ,,რეაქციის“ პირდაპირ ეთერში მცირე კურიოზი მოხდა. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც ,,იმედის“ ეთერში კანცელარიიდან ერთვებოდა, სრულად კონცენტრაციას გადაცემის ოპერატორის მობილურ ტელეფონზე ზარების შესვლის გამო ვერ ახერხებდა.
მინისტრმა გადაცემის წამყვანს, ინგა გრიგოლიას სთხოვა, ოპერატორისთვის ეთხოვათ გამოერთო ტელეფონი ჩართვის დასრულებამდე. თეა წულუკიანი:
„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენი ოპერატორი მობილურს თუ გამორთავს, უფრო შევძლებ კონცეტრირებას, ძალიან გთხოვთ“.
ინგა გრიგოლია: ,,ჩვენს ოპერატორს მე ვეტყვი, მაგრამ თუ ის თქვენს წინ დგას იმედია გაიგო“.
თეა წულუკიანი: ,,კი, ჩემს წინ დგას და კარგი იქნება თუ დამაცლის საუბარს, თორემ აქ აბსოლუტურად შეუძლებელია საუბარი“.
ინგა გრიგოლია: ,,კარგით დააცადოს ოპერატორმა“. იუსტიციის მინისტრი გადაცემაში ჩართვისას კიდევ ერთხელ ცდილობდა აეხსნა აი დი ბარათის უვნებლობა, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ბარათის აღებას აპროტესტებს.