
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური ანგარიშის შემდეგ ტრიბუნა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმო.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ, უპასუხა რა ბრალდებას მინისტრების ხელფასებისა და პრემიების შესახებ, განაცხადა: "როცა საუბრობთ პრემიებზე და მინისტრების ხელფასებზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ბაჩო ახალაიასგან ამოიღეს "ჰამერი", რომელიც ჯოისტიკით იმართებოდა".
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით