„ჩემი სახელია – დიეგო არმანდო მარადონა“ (ვიდეო)

Image

დიეგო არმანდო მარადონამ სარკეში ჩაიხედა, რაც დაინახა, ჩამოწერა და საკუთარ თავზე გვიამბო. 

 

1. ჩემი სახელი არ არის მძიმე ტვირთი... ჩემთვის.

 

2. ჩემი შვილები, დალმა და ჯანინა სიცოცხლეზე უფრო მიყვარს. ჩემი დანარჩენი შვილებიც სიცოცხლეზე მაგრად მიყვარს. უბრალოდ, ჯერ მათი სახელები არ ვიცი.

 

3. დედაჩემმა მითხრა, რომ საუკეთესო ვარ. დედა მართალია. დაუჯერეთ დედებს.

 

4. ნარკოტიკებთან მეგობრობის დაწყება სახიფათო და სასიამოვნოა. ეგრევე გრძნობ, რომ ამ მეგობართან ყოველდღე უსიამოვნებები გექნება და მაინც მეგობრობ. მერე ორალური სექსივით მოაქვს – სხეული ეშვება და იკარგები. იმ მომენტში ფიქრობ – რა აზრი აქვს, რა იქნება ხვალ, დღეს მე ჩემპიონი ვარ.

 

5. ყველა, ვინც მაკრიტიკებს, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მაგარ იაღლიშს უშვებდა.

 

6. ნებისმიერი, ვინც ქურდისგან იპარავს, პატიებას იმსახურებს.

 

7. ფეხბურთის დროს ბურთი უნდა დაისვაროს.

 

8. ყველა პოლიტიკოსთან ფორა მაქვს. ისინი ხალხს დაპირებებით ატყუებენ. მე ხალხს მოედანზე ვატყუებდი.

 

9. მე არგენტინელი ვარ. და ვამაყობ ჩემი არგენტინული სასქესო ორგანოთი.

 

10. ხშირად ვადარებ საკუთარ თავს მაკმერფის, ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.

 

11. ღმერთმა დიდი ნიჭი მომცა. ღმერთს სულ მადლობას ვუხდი. ჩემი ყველა ფინტი, ყველა გოლი, ყველა განსაკუთრებული მომენტი ღმერთს ეკუთვნის. არ მინდა, რომ ღმერთი იმედგაცრუებული დარჩეს. ის ღმერთია, მე – დიეგო მარადონა.

 

12. ადრე, ბუენოს აირესთან, ფიორიტოში ვცხოვრობდი. ჩვენი სახლი ისეთი ძველი იყო, რომ საძინებელში უფრო წვიმდა, ვიდრე – გარეთ.

 

13. მქონდა მილიონები და მილიონებს ნარკოტიკებში ვუშვებდი. ნარკოტიკი ჩემი დედა, საყვარელი ადამიანი, შვილი, მეგობარი, ნდობა იყო.

 

14. ღმერთი ეხმარება მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

 

15. მსოფლიოში ბევრი დევიდ ბექჰემია. უბრალოდ, ვინმემ უნდა უთხრას, რომ ისინი ბექჰემები არიან.

 

16. ჩემი შვილებისთვის მე საუკეთესო ვარ. ჩემთვის ეს საკმარისია.

 

17. უბედური შემთხვევის არ მჯერა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავიჯერებ. თუ ჩემი რომელიმე სიძე ცუდად მოექცევა ჩემს შვილს.

 

18. ოჯახის სიწმინდის დაცვის დროს ბენ ლადენი ვარ.

 

19. ხალხი ვერ ხვდება, რომ დიეგო მარადონა არ არის იდეალური პერსონაჟი. ის უბრალოდ იდეალური დიეგო მარადონაა.

 

20. ემანუელ ჯინობილი არ არის ჩემი ძმაკაცი. და ჯინობილი არგენტინაა. ვამაყობ, რომ ერთი დროშისთვის ვიბრძვით.

 

21. ჩემი ცოლისთვის არ მიღალატია. და თუ რაღაც მომენტში მაინც ვიცელქებდი, ჩემი ცოლი ამას ვერ გაიგებდა. იმიტომ, რომ სიცოცხლეზე მაგრად მიყვარს.

 

22. ტანდილში (მარტინ პალერმოსთან ერთად) ხუან მარტინ დელ პოტროსთან ჩავედი. დავლიეთ, ვითამაშეთ ჩოგბურთი, დავლიეთ, ვითამაშეთ ფეხბურთი. და ვერ მივხვდი, იქ რატომ ჩავედი.

 

23. უხეში იუმორის დიეტაზე ვზივარ. თქვენც გირჩევთ.

 

24. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრით, ვინ იყო უკეთესი, მარადონა თუ პელე. პელემაც იცის, რომ უკეთესი მარადონაა.

 

25. ორი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიყავი. იქ ერთ–ერთი პაციენტი ამტკიცებდა, რომ ნაპოლეონია. ერთმა დამაჯერა, რომ პინოჩეტია. და არავინ იჯერებდა, რომ მარადონა ვარ.

 

26. ფეხბურთით უნდა დაისვენო. სტრესი და ფეხბურთი ვერ მეგობრობენ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !