
საქმიან პორტალ mymarket.ge-ზე, ანტიკავარიატის, კოლექციისა და მარკების განყოფილებაში საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია „იყიდება“.
განცხადება 21 თებერვალსაა გამოქვეყნებული, datoche–ს მიერ, რომელსაც მანამდე არცერთი განცხადება არა აქვს გამოქვეყნებული. „საჩუქრად მოყვება მარინე მიზნდარის გამოსახულების მარკა“, – ნათქვამია აღწერილობაში, ხოლო მინისტრის ფასად 10 ლარია მითითებული.