
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მაშინ, როცა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, ზის და ელოდება სასამართლო პროცესებს, რაც მისთვის რთულად გადასატანია.
„როცა შემიძლია შევქმნა და განავავითარო ათობით წარმოება, დავასაქმო ათასობით ადამიანი, ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ეკონომიკის განვითარებაში და მიუხედავად ამისა, მიწევს ვიჯდე და ველოდო სასამართლო პროცესებს, რომელიც, პროკურატურის მოთხოვნით, დროში გაუთავებლად იწელება, ჩემთვის ეს ძალიან რთულად გადასატანია.
დრო არ იცდის, მეგობრებო, მე არა - ქვეყნის ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს, სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგილობრივ წარმოებას აგვიანდება...“, - წერს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.