
უკრაინის სოფელ მაკეევკაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 14 წლის მერვეკლასელი, რომელიც სახლიდან მაღაზიაში გავიდა და უცნობებმა გაიტაცეს, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
14 წლის გოგონა მაღაზიაში წავიდა და აღარ დაბრუნდა. ახლობლების ინფორმაციით, მილიციამ დაკარგული ბავშვის ძიება დაუყოვნებლივ არ დაიწყო, ნათესავები კი იძულებულნი გახდნენ სამძებრო სამუშაოები თავად წამოეწყოთ.
გოგონას ცხედარი მომდევნო დღეს იპოვეს, მიტოვებულ შენობაში. ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედოა და არ ცდილობს ამ ყოველივეს აღმოფხვრას.
ახლობლებმა გოგონას ძიება მისი გაუჩინარებიდან 15 წუთში დაიწყეს. 14 წლის პოლინას ტელეფონი გამორთული იყო.
ნათესავებმა და მეზობლებმა ყველა საეჭვო ადგილი მოიარეს. გარდაცვლილის ბებია აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობასა და სასტიკ მკვლელობას, გოგონას თვალებში ტოტები ჰქონდა ჩარჭობილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14 წლის გოგონას გაუპატიურებას ცდილობდნენ, შემდეგ კი საკუთარი ქამრით ჩამოახრჩვეს.
დამნაშავის სამძებრო სამუშაოები ამდრომდე მიმდინარეობს.
მომზადებულია უკრაინული ტელეკომპანია ტსნ-ის სიუჟეტის მიხედვით