
ჯოან როულინგმა მილიარდერთა ელიტარული კლუბი დატოვა. Forbes-ის გამოთვლით, დღეისთვის მისი ქონება 800 მილიონ დოლარს არ აღემატება.
ჯერ კიდევ შარშან როულინგის საბანკო ანგარიშებზე ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ირიცხებოდა. ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი გადასახადები და ქველმოქმედებაა. წლის განმავლობაში როულინგმა საქველმოქმედოდ 160 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო.
Forbes წერს, რომ ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მილიარდერი წელიწადში ამდენ თანხას ხარჯავს და მილიარდერებიდან მილიონერებში ინაცვლებს. ამის მიუხედავად, ჯოან როულინგი მაინც რჩება პლანეტის ყველაზე გავლენიან ქალად და ჟურნალის რეიტინგში 61–ე ადგილს იკავებს.