
26 წლის ლონდონელ ტორე რეონოლდს არავითარი სამედიცინო ანესთეზია არ გამოუყენებია, რათა მკლავზე ტატუირებული მოღალატე შეყვარებულის სახელი კანიანად ამოეჭრა და მისთვის გაეგზავნა: ამისთვის მან სკალპელი, კანის დამჭიმი და ბოთლი მაგარი სასმელი გამოიყენა.
რეონოლდსმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა გაიგო, რომ შეყვარებულმა მოატყუა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად.
სტიუარტმა ჩოპერ მეიმ მას უთხრა, რომ ალიასკაზე დიდი ხნის ნანატრი სამსახური მიიღო და იქ უნდა გადავიდეს საცხოვრებლად, შესაბამისად, ისინი ერთად ცხოვრებას ვერ შეძლებდნენ.
რეონოლდსმა აეროპორტამდე მიაცილა შეყვარებული და ცხარე ცრემლების ღვრით დაემშვიდობა, მაგრამ მალევე შეიტყო, რომ მამაკაცი არსადაც არ წასულა. ამის შემდეგ რეონოლდსმა მისამართი გაიგო, კანი ამოიჭრა და ყოფილ შეყვარებულს ფოსტით, საჩუქრის ფორმაში შეფუთულ ქაღალდზე გადაკრული თავისი კანი გაუგზავნა: „არც მინდა წარმოვიდგინო, რა დაემართებოდა, როცა ჩემს კანს დაინახავდა საჩუქარში“, – იცინის 26 წლის გოგო.