
ჩინელმა მამაკაცმა საკუთარი თავის თეთრი ვეფხვებისთვის შეწირვა გადაწყვიტა. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა მოკლე ტექსტური შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ბედნიერად გრძნობდა თავს თავის ახალ სამსახურში, თუმცა მოგვიანებით იმასაც წერდა, რომ მისი ახალი სამსახური მოსაწყენ სიტუაციად იქცა და ამის გამო დეპრესია ჰქონდა.
რამდენიმე დღის შემდეგ იგი ადგილობრივ ზოოპარკს ესტუმრა და კიდევ ერთი შეტყობინება გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ გალიაში გამომწყვდეული მისი აზრით, ყოვლისშემძლე ცხოველები ეცოდებოდა და მათი გათავისუფლება სურდა.
27 წლის იანგ ჯინჰაი, თვითმხილველების თანდასწრებით გალიის გალავანზე გადახტა და ვეფხვებისკენ გაემართა.
გალიაში ძუ და ხვადი ვეფხვები იმყოფებოდნენ, ძუ ვეფხვი მამაკაცს გაეცალა, თუმცა ხვადმა უკან არ დაიხია და ჯინჰაის თავს დაესხა, თვითმხილველების განცხადებით, დაზარალებულს თითქოს ეს ყოველივე სიამოვნებდა და თავის გადარჩენას არ ცდილობდა.
მისი გადარჩენა ზოოპარკის თანამშრომლებმა შეძლეს, აგრესიულ ცხოველს ტრანკვილიზატორით დამამშვიდებელი ესროლეს და მამაკაცი გალიიდან გამოიყვანეს, მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა.
ჯინჰაი ამ დროისთვის მკურნალობას შინ გადის და მას ფსიქოლოგთან სიარულიც უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტომასალასთან ერთად „dailymail“ აქვეყნებს.