
მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი "ფეისბუქი" გაითიშა. პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება. შეფერხებით მუშაობს ასევე "მესინჯერიც".
"ფეისბუქის" გათიშვა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა, თუმცა, პირველ გათიშვასთან შედარებით ამჯერად პრობლემა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც უფრო სწრაფად - დაახლოებით 10 წუთში აღდგა: "ჩვენ ვმუშაობთ პრობლემის უსწრაფესად მოგვარებაზე. გთხოვთ, სცადოთ გვერდის გადატვირთვა მოგვიანებით", - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც ქსელის გათიშვისას ინტერნეტმომხმარებლების "ფეისბუქის" გვერდზე ჩანდა.