
ვერძი: - მზად იყავით, გარშემო მყოფებმა შეიძლება პროვოკაცია მოგიწყონ ან ცრუ ინფორმაცია მოგაწოდონ. გააქტიურდებიან არაკეთილმოსურნეებიც. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განვლოთ ეს დღე.
კურო - გახსოვდეთ, რომ მართვის სადავე მხოლოდ თქვენს ხელთაა და სხვას ნუ მისცემთ თქვენი მანიპულირების უფლებას. ეს სამსახურის სფეროსაც ეხება და პირად ცხოვრებასაც.
ტყუპი - დღეს უამრავი შეხვედრა, მოლაპარაკებები და საქმეების განხილვა გელით. ეცადეთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს არ გაეარშიყოთ. პირიქით, საქმიანი იმიჯი შეიფერეთ და ამით უფრო მოიგებთ.
კირჩხიბი - დღის ძირითადი საზრუნავი ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად. აგრეთვე, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლადაც.
ლომი - დღეს კარგი საქციელით თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებსაც კი გულს მოულბობთ. და მათი დახმარებით ისეთი საქმეების შესრულებას შეძლებთ, რასაც მარტო თავს ვერ ართმევდით.
ქალწული - საქმეების გამო გარშემო მყოფებზე ნუ იყრით ჯავრს. მშვიდად და წყნარად მოაგვარეთ პრობლემები და თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ ეტყვით.
სასწორი - საღამოს საქმეების გამო ოჯახურ საუბრებსა და ნათესავებთან შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით. დღის განმავლობაში კი დაგროვილი საქმეების მოგვარებას შეუდექით.
მორიელი - დღეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა, კამათი და დისკუსია. ამიტომ, მზად იყავით კრიტიკის მოსასმენად.
მშვილდოსანი - დღეს მეგობრის ან კოლეგისგან რომანტიკულ ინტერესს იგრძნობთ. თუ არც თქვენ ხართ მის მიმართ გულგრილი, თამამად გამოხატეთ გრძნობები.
თხის რქა - დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახლობელი ადამიანი გღალატობთ, საქმეებში ხელს გიშლით. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და ურთიერთობის გაწყვეტას. ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა.
მერწყული - საქმეების მოგვარების პარალელურად, გარშემო მყოფების საიდუმლოებების ამოხსნასაც მოახერხებთ, მაგრამ მათ გამოაშკარავებას ნუ იჩქარებთ. გახსოვდეთ: ”ტყუილის მოსმენა მაშინ არის სასიამოვნო მოსასმენი, როცა სიმართლე იცი”.
თევზები - მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. უფრო მეტიც, შეამცირე კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უარყოფითადაა თქვენ მიმართ განწყობილი. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად შვილებთან.