
ConIFA, სადაც ფიფას მიერ არაღიარებული ფეხბურთის ფედერაციები (სულ 25 "დამოუკიდებელი", არაღიარებული ქვეყნის) შედის, 2016 წელს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპოინძლად აფხაზეთს აცხადებს.
ასოცოიაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებაა გამოქვეყნებული, სადაც ნათქვამია, რომ აღმასრულებელი კომიტეტი ამ გადაწყვეტილებამდე ერთხმად მივიდა. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვყოთ მსოფლიოს რუკაზე აფხაზეთი, როგორც დედამიწის სამოთხე, უცხოელი ტურისტებისთვის", - ნათქვამია ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადების რეზიუმეში და ხაზგასმულია, რომ სიტუაციის ადგილზე შესასწავლად და ყველა სხვა პირობის შესათანხმებლად სოხუმში ჩავა ასოციაციის ხელმძღვანელობა.