საგულისხმო ისტორიები: „Microsoft“-ის არშემდგარი მეეზოვე

Image

ერთი კაცი მივიდა კომპანია „მაიკროსოფტში“, რათა მეეზოვედ დაეწყო მუშაობა. კადრების განყოფილების მენეჯერმა ჯერ რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ პატარა ტესტური გამოკითხვა ჩაუტარა: შესთავაზა, ტერიტორიის მონაკვეთი დაეგავა. 

საბოლოოდ, განუცხადა:

- თქვენ მიღებული ხართ! დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა შევძლოთ შეგატყობინოთ, პირველად სად და როდის უნდა გამოცხადდეთ სამსახურში.

 

- ჰო, მაგრამ მე კომპიუტერიც კი არ მაქვს, - უპასუხა დაბნეულმა კაცმა, - არამცთუ ელექტრონული ფოსტა...

 

მენეჯერმა მხრები აიჩეჩა: 
- არ გაქვთ? მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს სამსახურში მიღებას, რადგან ვირტუალურად თქვენ არ არსებობთ...

 

კაცი დაღონებული გამოვიდა კომპანიიდან. არ იცოდა, რა ექნა, რადგან ჯიბეში ერთადერთი ათდოლარიანი ედო. უცებ თავში ერთი აზრი მოუვიდა: შევიდა ბაზარში და იყიდა ათი კილო პამიდორი. ამის შემდეგ კარდაკარ ჩამოიარა და ორ საათში შეძლო კაპიტალის გაორმაგება.

 

მას შემდეგ, რაც იგივე სამჯერ გაიმეორა, ჯიბეში უკვე 160 დოლარი აღმოაჩნდა და მიხვდა, რომ ასეთი შემოსავლით თავისუფლად შეეძლო, სამსახურის ძებნაში ნერვების წყვეტაზე უარი ეთქვა.

 

ყოველ დილით სულ უფრო და უფრო ადრე გამოდიოდა სახლიდან, გვიან შედიოდა და ყოველდღე კაპიტალს აორმაგებდა, ხანდახან ასამმაგებდა კიდეც. ცოტა ხნის შემდეგ თავისთვის მანქანაც იყიდა, ამას სატვირთოც მიაყოლა და მალე ფირმაც გახსნა, რომელიც მოსახლეობას საჭირო საქონლით ამარაგებდა;

 

ხუთი წლის შემდეგ უკვე სუპერმარკეტების მსხვილი გაერთიანების მფლობელი გახდა. სწორედ ამ დროს, მომავალზე დაფიქრდა და გადაწყვიტა, დაეზღვია საკუთარი სიცოცხლეც და თავისი ოჯახიც. მოლაპარაკების შემდეგ სადაზღვევო კომპანიის აგენტმა ბიზნესმენს სთხოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მას დაზღვევის უფრო ხელსაყრელ პირობას გადაუგზავნიდა. ამაზე კომერსანტმა, როგორც მრავალი წლის წინათ, უპასუხა, რომ მას არც ელექტრონული მისამართი აქვს და არც კომპიუტერი.

 

- საკვირველია, - განცვიფრებული დარჩა სადაზღვევო კომპანიის აგენტი, - ასეთი მსხვილი ბიზნესი გაქვთ და არა გაქვთ ელექტრონული მისამართი! წარმომიდგენია, ვინ იქნებოდით, თქვენ რომ კომპიუტერიც გქონოდათ!

 

კომერსანტი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და უპასუხა: 
- კომპანია „Microsoft“-ის მეეზოვე – აი, ვინ ვიქნებოდი...

 

4motivi.com

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !