
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ბაქოს პირველი ევროპული თამაშების გუნდური ასპარეზობის ფინალშია. ჩვენი ქვეყნის ნაკრები საფრანგეთს უპირისპირდება. ამ წუთებში, ანუ 14:34-დან, პირდაპირ ეთერში სწორედ ეს დაპირისპირებაა.
საფრანგეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა. პირველი სამი შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს. პაპინაშვილისა და ტატალაშვილის შემდეგ ფრანგ პიეტრასთან დამარცხდა ჭრიკიშვილი. ლიპარტელიანთან საჭიდაოდ ფრანგი ძიუდოისტი აღარ გამოვიდა და მოგება ჩვენს ნაკრებს ჩაეთვალა, ბოლო შეხვედრა კი ადამ ოქრუაშვილმაც წააგო. საფრანგეთი - საქართველო 4:1.
შეხვედრა თბილისის დროით 14:34-დან 15:07-დე მიმდინარეობდა.
საფრანგეთის ნაკრებმა ქალთა შორის შეჯიბრიც მოიგო - ფინალში ფრანგმა ქალებმა გერმანელები დაამარცხეს.