„მე მალე მომკლავენ“ – ГРУ–ს ყოფილი სპეცრაზმელი, რომელმაც ქართველი მკვლელების ჯგუფს მიაგნო

Image

„ნოვაია გაზეტასტან“ სკანდალურ ინტერვიუში ბორის ორტიკოვი ამბობს, რომ ქართველებისგან შემდგარი, რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი აღმოაჩინა, რომლის წევრებიც მარტოხელა ადამიანებს კლავენ, ბინებს კი ჰყიდიან.

 

ბორის ორტიკოვს დასახმარებლად მეგობრის შვილმა, საეჭვო ვითარებაში გამქრალი ახალგაზრდა გოგონას – მარინა ვოლკონოვსკაიას დამ მიმართა, რომლის მამასთანაც ორტიკოვი ავღანეთში იბრძოდა.

 

ელენე ვოლკონოვსკაიამ ორტიკოვს მას შემდეგ მიაკითხა, როცა უგზო–უკვლოდ გამქრალი დის კვალს ვერსად მიაგნო, ბოლოს კი მისი ცხედარი იპოვეს.

 

მარინა ვოლკონოვსკაია „ვესტის“ ყოფილი ჟურნალისტია. ის 2012 წლის 9 აპრილს დაიკარგა. მან დას ტელეფონზე მოკლე შეტყობინება გაუგზავნა: „ქალაქგარეთ ვარ, ნაცნობთან“, სამი დღის შემდეგ კი მისწერა: „ბინა გავყიდე, დავლაგდები, შეგეხმიანები“.

 

მოგვიანებით ახლობლებმა შეიტყვეს, რომ თითქოს მარინამ კიროვოგრადის ქუჩაზე მდებარე ბინა 500 ათას რუბლად გაყიდა და საცხოვრებლად ლიპეცკის რაიონის სოფელ პოპოვკაში გადავიდა. ამასთან, პასპორტში, რომელიც გამოიყენეს მარინას ხელმოწერისთვის, სხვა ადამიანის ფოტო იყო ჩაკრული.

 

ბორისმა მიაგნო ქალს, ვისი ფოტოც მარინას პასპორტზე იყო დაკრული, შემდეგ კი დადარაჯდა მარინას ყოფილ სახლთან და მის ახალ მფლობელებსაც გაეცნო: ის უკრაინელი რომან დემბოვსკი აღმოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბინა სიმამრმა ავთანდილ სარალიძემ „უფეშქაშა“. დემბოვსკიც და სარალიძეც აცხადებდნენ, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ვინ იყო მარინა...

 

ГРУ–ს ყოფილმა სპეცრაზმელმა ისიც დაადგინა, რომ მარინას სახლში შეფარებული ჰყავდა ვინმე ნანა ქობულაშვილი, რომელიც თავს დევნილად ასაღებდა, მუდმივად წუწუნებდა გაუსაძლის ყოფაზე და ბოლოს და ბოლოს, მარინას მხრიდან თანაგრძნობა მიიღო: მან ნანა ქობულაშვილს თავის სახლში ცხოვრება შესთავაზა, რასაც ის, ცხადია, დათანხმდა. აფიორაც სწორედ აქედან დაიწყო...

 

ГРУ–ს ყოფილი სპეცრაზმელი ამბობს, რომ შეიკრა ჯაჭვი ავთანდილ სარალიძეს, ნანა ქობულაშვილსა და სარალიძის სიძეს შორის, რომლებიც სწორედ ამ სქემით მოქმედებდნენ: მარტოხელა ადამიანების საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა მიზეზით ნანა ქობულაშვილი „გადაბარგდებოდა“, ცოტა ხნის შემდეგ მარტოხელები ქრებოდნენ, ბინა კი აუქციონზე ან სხვა მეთოდით იყიდებოდა...

 

ბორის ორტიკოვი ამბობს, რომ ამ სქემაში ჩართული იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, ჩაწერის სამსახურის თანამშრომლები, სახლმმართველობები და ნოტარიუსები. როცა მათ შეიტყვეს, რომ ორტიკოვისგან საფრთხე მოდიოდა, მისი განეიტრალებაც გადაწყვიტეს.

 

ორტიკოვი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა უკვე მოხდა და სიკვდილს გადაურჩა – მან ჟურნალისტს ამ თავდასხმის კვალიც უჩვენა საკუთარ სხეულზე.

 

ორტიკოვი ასახელებს პირებს, რომლებიც ბანდის მსხვერპლი გახდნენ, ასევე ასახელებს სხვა ქართველებსაც, ე.წ. ცრუ დევნილებს, რომლებიც სწორედ ქობულაშვილის მსგავსად შედიან კონტაქტში მოსკოველებთან – პენსიონერებთა და არამარტო მათთან.

 

ავთანდილ სარალიძესთან ერთად ბანდის შემადგენლობაში ორტიკოვი კიდევ ორ ქართველს – კობახიასა და აფხაზავას ასახელებს, თუმცა, მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ერთი რგოლია და ყველაზე მთავარი ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ვინმე გოგოხიაა, რომელიც ასევე, აფხაზეთიდანაა.

 

ორტიკოვი ამბობს, რომ მისი გამუდმებული მცდელობისა და საგამოძიებო ორგანოებში პირადად სიარულის შემდეგ ცრყუ დევნილი ქალები დააკავეს. დააკავეს ასევე გოგოხიაც.

 

როგორც ორტიკოვი აცხადებს, დაპატიმრების მომენტში გოგოხიას მძევლად ჰყავდა 8 მოსკოველი, ხოლო ფსბ–ს ოპერმუშაკებმა საწოლის ქვეშ დამალულ ყუთში იპოვეს 130 ბინის დოკუმენტები. ბინების მეპატრონეთა უმრავლესობა ამ დრომდე უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

 

მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !