-
2015-04-22 23:10
ვერძი
გათავისუფლდით ზედმეტი ვალდებულებებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც გიყენებთ. არაფერი დაგეგმოთ, სიტუაციების მიხედვით იმოქმედეთ.
კურო
ცოდნის დაგროვების, ავტორიტეტის გამყარების დღეა. გაგიუმჯობესდებათ კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობები.
ტყუპები
თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ცვლილებები თქვენც შეგეხებათ. ზოგიერთს ფინანსურ ოპერაციებში გაუმართლებს, ზოგსაც დაწინაურება, ახალი, საინტერესო საქმიანობა ელის.
კირჩხიბი
თუ დაკვირვებულად და მობილიზებულად იმოქმედებთ, ყველა საქმეს, უსიამოვნოსაც კი, ადვილად გაუმკლავდებით.
ლომი
მოულოდნელად დიდ თანხას მიიღებთ, რომელიც მომავალში თქვენი სურვილისამებრ უნდა გამოიყენოთ. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ბინის რემონტისთვის.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და ახალ ნაცნობებსაც გაიჩენთ. გირჩევთ, გაბედულად იმოქმედოთ.
სასწორი
თუ ლიდერისა და ორგანიზატორის ფუნქციებს შეითავსებთ, უკეთესად მოაგვარებთ ყველა საქმეს და შექებასა და მატერიალურ ჯილდოსაც მიიღებთ.
მორიელი
სამსახურისა და საოჯახო საქმეების პარალელურად პირადი ცხოვრების მოწყობაზეც უნდა იზრუნოთ. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განათლებას.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად და ახლების დასაწყებად. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. მძღოლებმა არ გადააჭარბოთ სიჩქარეს.
თხის რქა
რა თქმა უნდა, ყველაფერი ფულზე არ იყიდება, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ამიტომ გონივრულად გაანაწილეთ ფინანსები.
მერწყული
დღეს მთლიანად დაკავებული იქნებით საკუთარი საქმეებით. ნუ განმარტოვდებით, დაიხმარეთ მეგობრები და პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ, შეიძლება ხვალ მოგვარებულიც კი დაგხვდეთ.
თევზები
დღევანდელ დღეს თუ ოჯახში გაატარებთ, ძალიან სასრგებლო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვისაც და ეცადეთ მათ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.