-
2015-04-21 23:59
ვერძი - დღევანდელი დღე სავსე იქნება მოულოდნე-ლობებით, ამიტომ მოემზადეთ სიახლებისთვის. დღეს ვარსკვლავები ნამდვილად გწყალობენ.
კურო - დღეს ისაუბრებთ ძალიან მაღალფარდოვნად, ამიტომ გაგიძნელდებათ იპოვოთ შესაბამისი მსმენელი. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები, ეცადეთ დრო ისეთ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, რომლებსაც არ ბეზრდებათ თქვენი მოსმენა. ამ შემთხვევაში კი ნამდვილად გაგიმართლებთ.
ტყუპები - დღეს გაგახსენდებათ, რომ პირადი ცხოვრებაც მნიშვნელოვანია. მოგმართავენ დახმარებისთვის და სხვისი პრობლემების მოსმენა და გადაჭრა მოგიწევთ.
კირჩხიბი - დღეს თქვენ შეძლებთ თითქმის ყველას გაოცებას. დღეს დასვამთ ძალიან ბევრ მიამიტ შეკითხვებს. შეეცადეთ, ისწავლოთ რაიმე ახალი, ეს ნამდვილად გამოგადგებათ.
ლომი - დღეს გაატარეთ დრო სამზარეულოში, მოუსმინეთ ოჯახის წევერებს, ჩაერთეთ დისკუსიაში. თქვენც შეიტანეთ ოჯახურ საქმეებში სიახლე.
ქალწული - დღეს ისეთი ყურადღებიანი უნდა იყოთ, როგორც არასდროს. შეიძლება სისულელების კეთება ხანდახან, მაგრამ შედეგზეც უნდა იფიქროთ. ნუ იხუმრებთ ისე, რომ მარტო თქვენ გაგეცინოთ.
სასწორი - დღეს იქნებით ძალიან ოპტიმისტები. ეს გამოგადგებათ საქმეში, თუმცა ძალიან ბევრს ნუ მოინდომებთ, იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ.
მორიელი - ნუ გაგიკვირდებათ, დღეს თუ დილიდან ოცნებებში იქნებით. მთავარია, არ დაკარგოთ რეალობის განცდა და არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი შენიშვნები.
მშვილდოსანი - დღეს არ არის გამორიცხული, რომ დაუშვათ შეცდომები. ყველაფერში დამნაშავე იქნება თქვენი ფანტაზიის უნარი.
თხის რქა - დღევანდელი დღე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაიწყებთ დილას და როგორი განწყობა გექნებათ.
მერწყული - დღეს ნუ იქნებით კონფლიქტურები და ნუ ჩაეძიებით ყველა წვრილმანს. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ სიტუაციაში.
თევზები - დღეს შეიძლება არ გქონდეთ კარგი განწყობა დილიდანვე , თუმცა მუქფერებში ნუ დაინახავთ ყველაფერს. კარგი იქნება, ხანდახან თუ დაისვენებთ და მიხედავთ თავს.