-
2015-04-20 23:37
ვერძი - დღეს გაერკვევით ბევრ საკითხებში და ყველაფერს სასურველი მიმართულებით წაიყვანთ. არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები ამის შესახებ. საკუთარი ინტერესების დასაცავად იმოქმედეთ და ეს საკმარისია იმისთვის, რომ გამართლდეს ყველა ქმედება.
კურო - დღეს გექნებათ მშვიდი და სასიამოვნო დღე. ელოდეთ საღამოს სიახლეებს. ერთადერთი პრობლემა იქნება ის, რომ დღეს შეძენილმა მეგობრებმა მომავალში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.
ტყუპები - თქვენ ადვილად შეგეძლებათ თქვენი ჩანაფიქრის დამალვა, მაგრამ ეს პრობლემებს ვერ გადაგიჭრით. დაძლიეთ თქვენი შიში, ეს კი ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას.
კირჩხიბი - დღეს ძალიან წარმატებული იქნება სხვადსხვა სახის მოლაპარაკება. თავს კომფორტულად იგრძნობთ უცხო ადამინებთანაც.
ლომი - დღეს ნუ აჩქარდებით, ყველაფერი სწორად განსაზღვრეთ. მოისმინეთ რჩევები, თუმცა გაკეთეთ ის, რასაც სწორად მიიჩნევთ.
ქალწული - დღეს ეცადეთ არეულობაში და ჩხუბში ნუ მოყვებით, რადგან თქვენ ამით სხვებს ვერ დაეხმარებით, ეცადეთ, არ გამოიჩინოთ გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობა, რაც მხოლოდ თქვენს გაღიაზიანებას გამოიწვევს.
სასწორი - დღეს თქვენთვის არაფერია შეუძლებელი. თუმცა ეცადეთ, კარგად აკონტროლოთ ხარჯები.
მორიელი - დღეს ეცადეთ სხვები არ გაანაწყენოთ და კარგად მართეთ საკუთარი ემოციები. ნუ იქნებით ამბიციურები და მომთხოვნები. დრო სასიამოვნოდ გაატარეთ და მკვეთრი და უეცარი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ.
მშვილდოსანი - გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გეგემები, შესაძლოა, შეცვალოს გაუთვალისწინებელმა გარემოებამ. დღევანდელი დღე, არ არის გამორიცხული, აღმოჩნდეს ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული.
თხის რქა - დღეს კარგი დროა მეგობრებთან დროის გასატარებლად. თუ თქვენ ნაჩხუბარი ხართ ვინმესთან, დღეს არ იქნება რთული შერიგება.
მერწყული - შეიძლება ეცადონ თქვენს კონფლიქტში ჩათრევას, თან ისეთ ადამიანთან, რომელთანაც არ გაქვთ არანაირი კავშირი. ამიტომ იყავით ფრთხილად, ჩხუბის დრო ნამდვილად არაა.
თევზები - დღეს ნამდვილად გჭირდებათ მეგობრების, ოჯახის წევრების და საერთოდ ახლობლების გვერდით ყოფნა. ეს თქვენ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. მათ დღეს ნამდვილად შეუძლიათ თქვენი გაგება.