-
2015-04-17 23:27
ვერძი: დღევანდელი დღე ნაყოფიერი იქნება-საქმიანი მოგზაურობისა და შეხვედრებისათვის. თქვენ უფრო საქმიანი და თავდაჯერებული გახდებით. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ნერვულ სისტემას.
კურო: დღეიდან რთული პერიოდი დადგება თქვენს ცხოვრებაში, ამ პერიოდში გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო როცა მიიღებთ გადაწყვეტლებას დარწმუნებული უნდა იყოთ მის სისწორეში. ვარსკვლავები გირჩევენ არ მიიღოთ დაუფიქრებელი და არამოტივირებული გადაწყვეტილებები.
ტყუპები: მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს და შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ რომანტიკულ თავგადასავლებს. დღევანდელი დღე საუკეთესოა ახალი ნივთის შესაძენად.
კირჩხიბი: საქმიანი პარტნიორი თქვენს მოტყუებას ცდილობს, ან უბრალოდ, დანაპირებს ვერ შეასრულებს. ეს კი საქმეს ძალიან გირთულებთ და ფინანსური მდგომარეობაც გიმწვავდებათ. ოჯახში რაღაც კონფლიქტი მწიფდება და მისი განმუხტვა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში თითქოს ერთგვარი გაციება შეინიშნება, მაგრამ ეს დროებითია. დღის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.
ლომი: შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, რომ მოახდინოთ თქვენი საქმის გაშლა-გაფართოება და ამასთან, არ მოხდეს ხარჯების გაზრდა, თუმცა მიუხედავად თქვენი ძალისხმევისა, მაინც ვერ შეძლებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. განსაკუთრებული ყურადღება თქვენს გარეგნობას მიაქციეთ.
ქალწული: წარმატება გელით საქმიან მოლაპარაკებებზე, რასაც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება. დღის მეორე ნახევარი მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.
სასწორი: თქვენ უსამართლობის მსხვერპლად თვლით თავს. თუ განუწყვეტლივ იმაზე იფიქრეთ, რატომ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში, საეჭვოა, იხეიროთ. ალბათ, სადღაც შეცდომა დაუშვით, ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება შეემთხვას. მოიკრიბეთ ძალა და ეცადეთ, მომხდარი გაკვეთილად გამოიყენოთ. რაც შეეხება თქვენი სურვილების შესრულებას, სწორედ ახლა ვიღაც ხელს უწყობს მას.
მორიელი: წინ საქმიანი დღე გელით. შეხვედრებზე თავს ლიდერად იგრძნობთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. კარგი იქნება თუ პროფილაქტიკურ მკურნალობას ჩაიტარებთ.
მშვილდოსანი: დღეს ეცადეთ იყოთ გაწონასწორებული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისაგან თავი შეიკავეთ. ყური უგდეთ გარშემომყოფების რჩევებს. ეს დღე კარგია შოპინგისათვის და იმიჯის შესაცვლელად.
თხის რქა: დღეს შესაძლოა თქვენი ავტორიტეტისა და ცოდნის წყალობით, არაერთმა მეგობარმა მოგმართოთ რჩევისთვის. თქვენი დახმარება შესაძლოა მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მერწყული: შეიძლება დღეს უჩვეულო აზრებმა შეგაწუხოთ. სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ამის შესახებ ეცადეთ არავის უთხრათ-ალბათ, ვერ გაგიგებენ .
თევზები: უჩვეულოდ მოუთმენელნი იქნებით, რაც უამრავ არასასურველ კითხვას გააჩენს. ასე რომ, ურიგო არ იქნება თუ თქვენს მოუთმენლობას სათანადოდ შენიღბავთ.