-
2015-04-14 23:32
ვერძი - დღეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე თორემ ყოველივე თქვენს ჯანმრთელობასა და მომავალზე აისახება. ეს კი არცთუ კარგი იქნება თქვენთვის.
კურო - პირად ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევთ, თუ საკუთარ თავს არ დაადანაშაულებთ ყველაფერში.
ტყუპები - თქვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ, ამიტომ არ გაწყენდათ დასვენება და ბუნებაში გასვლა.
კირჩხიბი - დღეს სიახლეებით აღსავსე დღე გელოდებათ, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და არ არის გამორიცხული, რომ პირად ურთიერთობებშიც გადაიზარდოს. მართალია, რაღაცეების დათმობა მოგიწევთ, მაგრამ შემდეგ მიხვდებით, რომ სწორად მოიქეცით.
ლომი - დღეს ეცადეთ, რომ კარგად დაისვენოთ, ასევე გელით ახალი ნაცნობობა. ფინანსური სვლებისგან თავი შეიკავეთ.
ქალწული - დღეს ადვილად ნუ ენდობით ვინმეს. შეძლება მოგიწიოთ კონფლიქტი უფროსთან, მაგრამ ეს მალე გაივლის, მთავარია თავშეკავება შეძლოთ.
სასწორი - დღეს წინდახედულება გამოიჩინეთ, თქვენს ცხოვრებაში ახალი სასიამოვნო ეტაპი იწყება. საღამო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
მორიელი - დღეს ეცადეთ გადატვირთული დღის გრაფიკი თქვნთვის სასიკეთოდ შეცვალოთ და ბევრი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. გაერთეთ მეგობრებთან ერთად.
მშვილდოსანი - დღეს შეგიძლიათ განახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები. მართალია, არ არის პოზიტიური დღე, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ.
თხის რქა - დღეს ეცადეთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. დრო პოზიტიურად და თქვენთვის საინტერესოდ გაატარეთ. მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას.
მერწყული - დღეს პოზიტიური დღე გელით და საკმაოდ ბევრი ენერგიაც გექნებათ, საღამოს კი გადატვირთული დღის შემდეგ ეცადეთ სასიამოვნოდ დაისვენოთ.
თევზები - დღეს ეცადეთ საკუთარ თავსა და პრობლემებს მიხედოთ და სხვების საქმეში ნუ ჩაერეევით.