
უბედური შემთხვევა გლდანში: სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, რასაც მე-8 სართულზე მცხოვრები 65 წლის ზოია კალანდარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქალის გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. რამ გამოიწვია აირის გაჟონვა, ჯერჯერობით დაუდგენელია.
ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, მამაკაცი ცხოვრობდა რომელმაც სხვადასხვა დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.