-
2015-04-10 23:05
საქართველოს პრემიერმინისტრი "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე პირველად აქვეყნებს მესამე ვაჟის გაბრიელ ღარიბაშვილის ფოტოს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ოჯახის სიხარული გაიზიარა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა დავით გაგუასაც გადაუხადა, რომლის კლინიკაშიც პატარა გაბრიელი დაიბადა.
"ყველას გიხდით მადლობას მოლოცვისათვის, უამრავი თბილი სიტყვისა და სურვილისათვის!
მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ექიმებს, მედდებს, დავით გაგუას კლინიკის ყველა თანამშრომელს! განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით გაგუას მთელი ჩვენი ოჯახისაგან!
გაიცანით - გაბრიელ ღარიბაშვილი."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38