თბილისი ევროპის სუპერთასის მოლოდინში

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ სტატიას, რომელიც worldsport.ge-ზე გამოქვეყნდა:  "სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმასთან დაკავშირებით, რომ წელს, 11 აგვისტოს, თბილისში ევროპული საკლუბო ფეხბურთის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი – ევროპის სუპერთასი უნდა გაიმართოს.

 

ჩვენს გულშემატკივარს ხომ ასე ძალიან მოენატრა ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთის ცოცხლად ნახვა და იმაზე დიდი მატჩი რა უნდა იყოს, როდესაც ერთმანეთს ევროპის ორი მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები ხვდებიან...

 

არ ვიცი, შესაძლებელია ეს უცნაური სიჩუმე გარკვეული პოლიტიკური ამბებითაცაა ნაკარნახები და თუ ეს ასეა, სირცხვილი და თავისმოჭრა ჩვენ ყველას, რადგან ქართველებს გვაქვს იმის მართლაც ”უნიკალური” თვისება, რომ ყველაფერი გავაუბრალოოთ, გავაბანალუროთ და საბოლოო ჯამში ბოღმამდე და სიძულვილამდე დავიყვანოთ.

 

თუმცა, თბილისში ასევე ნახავთ იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც ოცნებობენ, რომ მათმა საყვარელმა კლუბმა წელს გაიმარჯვოს ევროიპის ლიგაზე, ან ჩემპიონთა ლიგაზე და უდიდესი ოცნება აისრულონ – საყვარელი კლუბი იხილონ თბილისში და თან იმის იმედიც ჰქონდეთ, რომ ის თბილისური ზაფხულის საღამო მათი კლუბის დიდი ტრიუმფით დასრულდება.

 

ევროპის საუკეთესო კლუბები რასაკვირველია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და აქედანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სამწუხაროდ მათგან მხოლოდ ერთი ჩამოვა თბილისში. ცნობილი კლუბები არც ევროპის ლიგას აკლია, მაგრამ კითხვის ნიშნები ამ ტურნირში გამარჯვებულის გამოვლენასთან უფრო ისმება და შედარებით პატარა კლუბების ქომაგთა იმედებიც სწორედ ამ ტურნირის შორიახლოს ტრიალებს.

 

რას მოუტანს თბილისს ევროპის სუპერთასის მასპინძლობა საფეხბურთო კუთხით? ეკონომიკურ კუთხეზე ჩვენზე მეტად საქმეში ჩახედული ხალხი დაწერს და იტყვის. საფეხბურთო კუთხით კი აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა, რადგან პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის (და საერთოდ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს) ისტორიაში ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება საფეხბურთო მატჩი, რომელიც უამარავ ქვეყანაში გადაიცემა და ტელეეკრანთან მიმსხდარი უცხოელი ქომაგებიდან ბევრი იქნება ალბათ ისეთი, რომლებიც პირველად გაიგებენ საქართველოსა და თბილისის არსებობას. ეს კი სულაც არაა პატარა ამბავი.

 

ამას გარდა არც ის იქნება უმნიშვნელო საქმე, ამ შეხვედრას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები თუ დაესწრებიან და ნახავენ. ეს მათთვის შესაძლებელია მომავალში დიდ ფეხბურთელად გახდომის დამატებითი სტიმული გახდეს, რადგან დამეთანხმებით, რომ სულ სხვა ელფერისაა მატჩი, რომელიც შენს ცხვირწინ და იმ მინდორზე იმართება, სადაც ხვალ შენც უნდა გამოხვიდე და ამ მატჩში მსოფლიოს ისეთი ვარსკვლავები ითამაშებენ, ადრე მათი სახელების ხსენებაზეც კი რომ სუნთქვა გეკვროდა.

 

უმთავრესი კი ალბათ მაინც ისაა, რომ თბილისში დაიწერება ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ფურცელი და წლების გასვლის შემდეგ სხვა თუ არავინ, ფინალში მონაწილე კლუბების ქომაგები ყოველთვის გაიხსენებენ ამ შეხვედრას და თუკი ფეხბურთმა ფეხბურთად ივარგა, თბილისის ხედებსა და საერთოდ, ჩვენს დედაქალაქს სილამაზის მხრივ რომ არაფერი დაეწუნება - იმედია ამაში მაინც ვთანხმდებით ამ ქვეყნის მცხოვრებნი. ამასობაში კი, ევროპის სუპერთასის ფინალამდე კი სულ ცოტაღა დარჩა...

 

worldsport.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !