
გოგლა ჟვანიამ, რომელიც კომპანია „ტიბანელს“ წარმოადგენს, ბერლინში ქართული ღვინის მაღაზია გახსნა. მაღაზიაში წარმოდგენილია „ტიბანელის“, „ასკანელის“ და სხვა კომპანიების პროდუქცია.
ქართული ღვინის მაღაზიის მისამართი ბერლინში: Goethestraße 5 10623 Berlin, რაიონი შარლოტენბურგი.
ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ ერთი ქართული ღვინის მაღაზია მდებარეობს, რომელიც ადრე ყაზახმა ბიზნესმენმა ალექსეი შრეინერმა გახსნა.
ახლადგახსნილი ღვინის მაღაზია შარლოტენბურგში, სავარაუდოდ, უფრო პოპულარული გახდება, რადგან ბერლინის ამ უბანში დიდი რაოდენობით ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა, ძირითადად, ებრაელები ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან.