
სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე პოპულარულია ხევსურეთში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იბრძვიან ადიდებულ, ჩქარ მდინარეში მუხლებამდე ჩამდგარი ხევსურები მიკროავტობუსის გადასარჩენად, რომლის უკანა საბურავი უკვე გზისპირიდანაა გადასული და მდინარის კალაპოტს დაჰყურებს.
ხევსურების მცდელობამ, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო - მათ შეძლეს, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდნისგან ეხსნათ.