
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა თურქეთის ქალაქ რიზეში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპიროს გასწვრივ მოძრავ მსუბუქ ავტომობილს 40 წლის გიორგი ფანცხავა მართავდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება ბარიერებს შეეჯახა.
შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ხოლო ერთერთი მგზავრი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ.
"რუსთავი-2"