
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდა. ის ამ პოსტზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დაასახელა. ცხადაძე ნაკრებს 2017 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
პირველი კომენტარი ახალმა მწვრთნელმა უკვე გააკეთა:
„საქართველოს ნაკრებს ვუხელმძღვანელებ პირველ რიგში იმის გამო, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა.
ვეცდები, რომ მივაღწიო წარმატებას საქართველოს ნაკრებთან ერთად, მოვუტანო შედეგი და გავახარო ქართველი გულშემატკივარი. მინდა, დასრულდეს დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა და წარმატებას ვერ მიაღწევს", - თქვა კახა ცხადაძემ.