
ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ფრაგმენტს გაზეთში „დრონი“ 1992 წელს გამოქვეყნებულ, კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ გია ჟორჟოლიანის წერილის ფრაგმენტს, სადაც ის „გამსახურდიას რეჟიმზე“ და მისი დამხობის განმაპირობებელ მიზეზებზე თავის აზრს გამოთქვამს.
"საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მემკვიდრეობით გადაიცემოდა ადამიანის ღირსების დაცვის ტრადიცია. გამსახურდიას რეჟიმის დროს სწორედ ღირსების გრძნობა იყო შელახული...
ასეთმა არანორმალურმა ვითარებამ გამოიწვია ქართული სულის ამბოხი ადამიანის ღირსების შებღალვის წინააღმდეგ. თუ ინტელიგენცია თავის პროტესტს სიტყვებით გამოხატავდა ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა იარაღი აისხა და მზად იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა ისეთი საზოგადოება, სადაც მისი ღირსება დაცული იქნებოდა....
დღეს საქართველო განვითარების ევოლუციურ გზას ადგას. მას ნელნელა შემოეცლება რუსული თუ სხვა სახის იდეოლოგიური ზეწოლები და პირველ პლანზე წამოიწევს ბუნებრივი ტენდენციები. ურთიერთგაცვლის შედეგად ქართული კულტურა ახალ იმპულსებს შეიძენს და საკუთარ ღირსების გრძნობაზე დაყრდნობით, კვლავ დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს კულტურული ქვეყნების გვერდით.
ყველა სხვა გზა, რომელიც წინ აღუდგება ტრადიციას და საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ მოინდომებს სვლას, დაემხობა, როგორც დაემხო გამსახურდიას რეჟიმი."
გია ჟორჟოლიანი, 1992 წელი, გაზეთი "დრონი"