
ოზურგეთის ცენტრში მიკროავტობუსი აფეთქდა. ახალი ბაზრის ტერიტორიაზე კარტოფილით დატვირთულ მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მძღოლი გარეთ იმყოფებოდა და მანქანის ნაწილებს ამოწმებდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია
"რუსთავი-2"