
მოძრაობა "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სპორტის სასახლეში, გრიგორი ლეპსის კონცერტზე იმყოფებოდა და მოკლე ინტერვიუ "ინფო 9"-ს მისცა.
"მისი მსმენელი რომ არ ვიყო და რომ არ მომწონდეს, აქ რატომ მოვიდოდი? მე არ მსმენია მისი პოლიტიკური რეფერენციების შესახებ, მაგრამ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მე ძალიან დამწყდება გული, თუ ახალგაზრდები ვერ გაითავისებენ, რომ ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი რამ, რაც პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.