პაოლო კოელიო წერას მანამდე არ იწყებს, სანამ თეთრი ბუმბულის სახით ნიშანს არ მიიღებს

Image

ცნობილი ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო ამბობს, რომ მულტიკულტურული კავშირები საჭიროა, მაგრამ ინგრევა და თითქმის არ არსებობს. ის ასევე, მწერლების ორ ტიპზე და იმ განსხვავებზე საუბრობს, რაც ამ ორი ტიპის მწერლებს შორის დამახასიათებელია.

 

-დაინტერესებული ხარ კულტურებს შორის ხიდების აგებით?

 

-მწერალი დაინტერესებული უნდა იყოს განსხვავებული კულტურებით, მხოლოდ თავის სოფელზე არ უნდა წერდეს, უნდა აღწეროს თავისი სოფელი, მაგრამ არც სხვები დაივიწყოს. როგორც ტოლსტოი ამბობს: ყველაფერი, რაც ხდება სოფელში, ყველგანაც ხდება.

 

-რამ განაპირობა შენი ამგვარი მიდგომა?

 

-ბავშვობიდან მრავალი კულტურის გავლენა განვიცადე: არაბულის, ებრაულის, ამერიკულის.

 

-შენი აზრით, კულტურები დღეს უფროა დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე წარსულში?

 

-დღეს იმას უფრო ვხედავ, რომ კავშირები ისპობა. აღარავის ესმის ერთმანეთის. მე ვფიქრობ, ჩემი (როგორც ადამიანის, რომელიც რაღაცის შეცვლას ცდილობს) ვალია, გავაკეთო ყველაფერი, რათა ხაზი გავუსვა მულტიკულტურული კავშირის მნიშვნელობას. სანამ ერთი ხიდი მაინცაა შენარჩუნებული, არაფერია ბოლომდე დაკარგული.

 

მაგრამ მაშინ, როცა სხვა კულტურის მიერ შექმნილ ისტორიას ან მუსიკას ვეღარ გაიგებ, მიხვდები, რომ გაუცხოებული ხარ და ყველაფერი საშინლად გართულდება.

 

-მართალია, რომ წერის დაწყებამდე ნიშანს ეძებ, მაგალითად თეთრ ბუმბულს?

 

-მართალია, ასე ვიქცევი. ერთხელ მადრიდში, 1987 წელს, სანამ ჩემს პირველი წიგნის დაწერას გადავწყვეტდი, ასეთი რამ ვთქვი: წერას იმ შემთხვევაში დავიწყებ, თუ სადმე თეთრ ბუმბულს ვნახავ, რადგან ეს ნიშანი იქნება.

 

-რა ხდება მაშინ, როცა გინდა წერის დაწყება, იდეაც გაქვს, მაგრამ თეთრი ბუმბული არ ჩანს?

 

-როგორც წესი ის ჩანს ხოლმე. იანვარში მისი პოვნა ყველაზე პრობლემატური, მაგრამ მაინც შესაძლებელია. როგორც კი ვპოულობ, მაშინვე წერას ვიწყებ.

 

-მსგავსი ნიშანი გაქვს, რომელიც გკარნახობს რის შესახებ იქნება წიგნი, თუ ეს უკვე მოფიქრებულია წერის დაწყებისას?

 

-მე ძალიან დაინტერესებული ვარ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით და უამრავი თემა არსებობს, რომლებზეც წერა შეიძლება. მაგრამ ერთი იდეა ყველას გამოეყოფა და ყოველგვარი ლოგიკის გარეშე გამოჩნდება. წიგნი, სანამ წინადადებებით დაიწერება, ჩემს გულშია დაწერილი. ასე რომ მე არაფერს ვირჩევ. წიგნი მირჩევს.

 

-ანუ წერისას გონებაში რამე მიზანი არ გიტრიალებს?

 

-მე იმიტომ ვწერ, რომ მჭირდება მკითხველს ჩემი ფიქრები გავუზიარო. არ ვფიქრობ იმაზე, რომ წიგნები მსოფლიოს აუმჯობესებს, წერისას ეს მიზანი არ მაქვს. რასაც ვხედავ ისაა, რომ ჩემი მკითხველები ქმნიან კრიტიკულად მოაზროვნე მასას და ჩვენ ყველას შეგვიძლია მსოფლიოს სხვა კუთხიდან შევხედოთ. უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის შეცვლა. როგორც კი ამას გააკეთებ, ჩათვალე, რომ გიგანტური ნაბიჯი გადადგი. და ეს ისაა, რასაც მე ვაკეთებ. წიგნი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწერალი.

 

-მაგრამ შენს შემოქმედებაში შენი ხასიათი მაინც ჩანს.

 

-რა თქმა უნდა, ჩემს შემოქმედებაში ვჩანვარ, წიგნი ხომ ჩემი სულის ანარეკლია, მაგრამ ამავდროულად მიმაჩნია, რომ მწერალი სიცარიელეში ვერაფერს დაწერს. ორი სახის მწერლები არსებობენ: პირველი - პრუსტისმაგვარი მწერლები, რომლებიც ოთახში იკეტებიან და შედევრებს ქმნიან და მეორე - ჰემინგუეის ტიპის მწერლები, რომლებიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ასევე შედევრებს ქმნიან.

 

-შენი ყველაზე ცნობილი წიგნის, „ალქიმიკოსის“ მთავარი იდეა არის ის, რომ ადამიანმა საკუთარი ოცნების ასრულებას უნდა მოახმაროს სიცოცხლე. შენი ცხოვრება ამ თეორიას ერგება თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ?

 

-მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და იმას ვაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო, რისი გაკეთებაც მომწონს და მსიამოვნებს.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !