
ორმოცდაათგრადუსიან ყინვაში ТУ-134-ის მგზავრებს კრასნოიარსკის მხარის ქალაქ იგარკის აეროდრომზე თვითმფრინავის ძარის ასამუშავებლად მანქანისთვის მიწოლა დასჭირდათ.
რადგან აფრენის წინ ტემპერატურამ -52 გრადუსამდე დაიწია, შასი აეროდრომის საფარს მიეკრა და თვითმფრინავს ასაფრენ ზოლზე გასვლის საშუალება არ მიეცა. ინციდენტის დროს თვითმფრინავში 70 მგზავრი იყო, მათ ჩამოსვლა და ტექნიკური პერსონალის დახმარება მოუწიათ.