მარგალიტა და ათუნია (ნაწყვეტი ზვიად კვარაცხელიას ნოველიდან „ფესვები და შვილები“)

Image

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ „საბას“ პრემიის ლაურეატის, მწერალ ზვიად კვარაცხელიას ნოველის ნაწყვეტს. ნოველა „ფესვები და შვილები“ შესულია კრებულში „ყიფლიბანდი“.

 

„ერთმანეთს შეაბერდნენ მარგალიტა და ათუნია.

 

სიბერე წელიწადის ცივი დროა. შეშას შემოზიდავ, ცეცხლს ააგუზგუზებ, ბუხარს მიეფიცხები და მაინც გცივა; ლოგინს დაათბუნებ, სანთელს შემოდგამ საწოლის თავზე ვეება შანდლით და მაინც არ მთავრდება უშუქო ღამეები.

 

სიცივე არ იცოდნენ ათუნიამ და მარგალიტამ, შუქიც აღარ მოკლებიათ არასდროს.

 

როცა წლებმა თავისი მოიტანა, სიბერე ჩამოდგა და გარეთაც აცივდა, ტკივილი იგრძნო ათუნიამ. მწარე იყო ტკივილი, უფრო მკაცრი და ულმობელი, ვიდრე ცირკის დათვი, ოდესღაც რომ დაეჭიდა სოფელში ყველას თვალწინ და კინაღამ ქვეშ მოიყოლა.

 

იმ დღეს ხიფათის წყურვილმა გადაარჩინა. იცის ხოლმე განგებამ – ხიფათში გასულებს აღარ ერჩის, შიშიანებს დაერევა და გაჟუჟავს, სანამდის ხელი მიუწვდება. ათუნიასაც სულ იქითკენ მიუწევდა გული, სიცოცხლისკენ, და როცა სიმშვიდე იგრძნო, მაშინ ჩაწყდა და გაილია ჭრაქის ფითილივით.

 

სუნთქვა უწყდებოდა, ხმა გაუქრა, თვალები გადაებინდა, მარცხენა მხარი და მტევანი გაუშეშდა და იწვა, ითმენდა. სასთუმალთან ეჯდა მარგალიტა, სოფლისა და ქვეყნის ამბებს უყვებოდა, ყველაფერს ეტყოდა მოუკლებლად – ამ მთისას თუ იმ მთისას, ზედაც გულიანად დაატირებდა.

 

გვიან, როდის-როდის მიუწვებოდა გვერდით, ავადმყოფის სანახავად მოსულები რომ გაიკრიფებოდნენ. თბილსა და მფეთქავ მარჯვენა მტევანს აუწევდა, ხელს ჩაჰკიდებდა, ჩაიკრავდა გულში. 

 

იმ საღამოს შიშმა აიტანა მარგალიტა. მთელი დღე სასთუმალს არ მოშორებია, სტუმრებს იღებდა, შინაურებსაც ეფუსფუსებოდა, მაგრამ შუაღამემ რომ მოაწია, მძიმედ წამოდგა და საწოლისკენ არც გაუხედავს. სიცივეს ვეღარ შეაჩერებდი – ქვეშაგებში შეპარულიყო, სხეულში შემძვრალიყო, სისხლს შერეოდა.

 

ინატრა: თუ სიკვდილი იყო, მასაც შესჩენოდა ეს სიკვდილი, ისიც თან წაეყვანა. იმის ყურება კი აღარ შეეძლო, როგორ გაცივდებოდა თბილი და მღელვარე მარჯვენა, მთელი ცხოვრება რომ შუქსა და სითბოს უზიდავდა...“

 

„ფესვები და შვილები“
ნოველების კრებულიდან „ყიფლიბანდი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !